სსოპ ქ.თბილის 108-ე საჯარო სკოლის2016-2017 სასწავლო წლის
X ბ კლასის დამრიგებლის თეა დოლიძის
ანგარიში
ჩემს სადამრიგებლო კლასში მიმდინარე სასწავლო წლის მეორე
სემესტრიდან ირიცხება 30 მოსწავლე. კლასი არის დაბალი აკადემიური მოსწრების, თუმცა გამოირჩევიან კარგი ყოფაქცევითა და ერთმანეთთან
ჯანსაღი კომუნიკაციის უნარით. კლასის პრობლემად ითვლება მშობლებთან კომუნიკაციის ხარვეზი
რაც განპირობებულია მათი პასიური ჩართვით შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
კლასში განვახორციელე შემდეგი ღონისძიებები:
ჩავატარე კლასის საათი თემაზე :„ბულინგი სკოლაში“
-გავმართეთ დებატები და წარმოვაჩინეთ ბულინგის პრობლემები.
მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „ოკუპაციის დღე“-ასევე
მოვაწყვეთ პრეზენტირება ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით.
მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „დედის როლი შვილის
აღზრდაში“
ჩავატარე დებატები თემაზე: „ისტორია და თანამედროვეობა“
გავმართეთ დებატები თემაზე: „თანამედროვე პრობლემები
და საზოგადოების მზაობა“
შევაჯამეთ განვლილი სასწავლო წელი და ვიმსჯელეთ
წარმოქმნილ პრობლემებზე. დავსახეთ მათი აღმოფხვრის გზები
ჩავატარე 2 მშობელთა კრება, რომლებზეც მშობლებს პერიოდულად
ვაწვდიდი ინფორმაციას მათი შვილების აკადემიური მოსწრებისა და სოციალური ხასიათის პრობლემების
შესახებ. ინდივიდუალურად ვხვდებოდი პრობლემური ქცევის მოსწავლეების მშობლებს და არ
დამიტოვებია არც ერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე.
კლასის აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია.
ჩემი სადამრიგებლო მუშაობა განვახორციელე დამაკმაყოფილებლად,
მაგრამ საჭიროა მეტი მიზნობრივი აქტივობის დაგეგმვა პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий