სსიპ ქ.თბილისის 108-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების
პედაგოგის თეა დოლიძის საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წელს ისტორიას ვასწავლი Xა Xბ კლასებში,ხოლო
სამოქალაქო განათლებას-IX ა,ბ,გ და X
ა, ბ,გ კლასებში.
X ა
კლასში მოვაწყვე დისკუსია თემაზე: „ მოქცევაი ქართლისაი“, დისკუსიის მიზანი იყო, დაგვედგინა
რამდენად აისახა „ქართლის ცხოვრების“ კრებულში საქართველოს გაქრისტიანების პერიოდი.ასევე
გავაანალიზეთ საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები.პერიოდულად ვამოწმებდი ისტოირული
დისციპლინების ლექსიკონის წარმოების პროცესს. გავმართეთ დებატები „იულიუსისა და გრიგორიანული
კალენდრების შესახებ“ , რომლის მიზანი იყო გამოკვეთილიყო ძველი და ახალი სტილის კალენდრების
პრობლემტიკა რელიგიური და სამოქალაქო კუთხით. დავამუშავეთ მითოლოგიური საკითხები და
მოსწავლეებს დაევალათ წერილობითი სახით დაეკავშირებინათ სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგია
აღმოსავლეთ საქართველოს მითოსთან.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ვიმსჯელეთ ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, მოვაწყვეტ დისკუსია თემაზე: „ მე ვარ ადამიანი“,
რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება. ასევე
მოვაწყვეთ დისკუსია „ მეოთხე ხელისუფლების“ შესახებ, რომელზეც მოსწავლეებს ევალებოდათ
წარმოეჩინათ მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე.
X ბ
კლასში გავმართეთ დებატები „მხატვრული ლიტერატურისა და ისტორიული წყაროების სინთეზთან
მიმართებით“, დებატების მიზანი იყო, ისტორიული წერილობითი წყაროების აღმოჩენა მარკ
ტვენის, ჯ. უელსისა და მ. ჯავახიშვილის შემოქმედებაში.ასევე გავმართეთ დებატები ილიას
მკლელობის შესახებ პუბლიცისტიკაში, რომლის მიზანი იყო ფაქტების რეალობისა და ფალსიფიცირების
წარმოჩენა ეპოქის შესაბამისად. ასევე ვიმუშავეთ პიროვნების როლის შემეცნებაზე ისტორიაში,
მოსწავლეებს დაევალათ წარმოეჩინათ ცნობილი ისტორიული პირების როლი კონკრეტულ ეპოქაში.
მოვაწყვეთ დებატები თემაზე: „ ჯვაროსნები და თანამედროვე საფრთხეები“, რომლის მიზანი
ქრისტიანული და მუსლიმანური კულტურების პრინციპების წარმოჩენა ისტორიული და თანამედროვე
ხაზით.
სამოქალაქო განათლებაში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე:
„ტრეფიკინგი-სისხლის სამართლის დანაშაული“, რომლის მიზანი იყო, საქართველოს ქვეყნის
კანონმდებლობის გაცნობა და ადამინის უფლებებისა და მოვალეობების შესწავლა ამ კუთხით.
ასევე დავწერეთ არგუმენტირებული ესე „სიკვდილით დასჯა- სასტიკ დანაშაულთა პრევენცია“,
მოსწავლეებს დაევალათ გასნობოდნენ ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის თხოვნას
ილიას მკვლელების სიკვდილით დასჯის შეცვლის შესახებ.
IX ა
კლასში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „ ომი-სიცოცხლის
წინააღმდეგ“, მოსწავლეებს დაევალათ ლიტერატურის გაკვეთილზე ნასწავლი მასალა „ადამიანი-გაზეთის
სვეტში“დაეკავშირებინათ სამოქალაქო განათლების შესწავლილ მასალასთან, რომლის მიზანი
იყო, ცოდნის ტრანსფერი და გრძელვადიანი მზინების მიღწევა.
IX ბ
კლასში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „ქალი, მამაკაცი და ბავშვი“, მოსწავლეებს დაევალათ
განეხილათ ოჯახური პრობლების ასახვა მოზარდის ფსიქიკაზე.ასევე მოსწავლეებმა იმსჯელეს
ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მოაწყვეს დებატები აღნიშნულ საკითხზე.
IX გ
კლასში შევადგინეთ კონკურენციის ცხრილი საბაზრო სტრუქტურის მიხედვით, მოსწავლეებმა
შეადგინეს ქართული კომპანიების სია, რომლებსაც უწევთ კონკურენტიან გარემოში არსებობა.
X გ
კლასში გავმართეთ პრეზენტაცია სლაიდ-შოუს გამოყენებით „უნარშეზღუდული ადამიანების საზოგადოებაში
ინტეგრირება“, რომლის მიზანი იყო ტოლერანტობისა და თანაგრძობის გაღვივება მოსწავლეებში.
ასევე მოვაწყვეთ დებატები „მედიატორის როლი კონფლიქტურ სიტუაცებში“, დებატების მიზანი
იყო ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბება და ბულინგის პრევენცია.
ვფიქრობ ჩემ
მიერ გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საჭიროა აქტივობების გამრავალფეროვნება
და თვითდაკვირვების წარმოება. ასევე სამოქალაქო განათლების კუთხით მეტი ინოვაცების
დანერგვა სასწავლო პროცესში.
|
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-3
|
|
IX ა
|
6
|
8
|
7
|
|
|
IX ბ
|
6
|
11
|
5
|
|
|
IX გ
|
3
|
6
|
9
|
|
|
X ა ისტორია
|
3
|
5
|
18
|
|
|
X ა სამოქ განათ
|
3
|
10
|
13
|
|
|
X ბ ისტორია
|
7
|
8
|
3
|
|
|
X ბ სამოქ განათ
|
6
|
7
|
4
|
|
|
X გ სამოქ განათ
|
3
|
13
|
5
|
|
პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებიდან განვახორციელე
ტოლერანტული გარემოსა და ემპათიის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები. გავიარე
მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-მოდული „ ბულინგის პრევენცია სკოლებში“,
რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა 1.5 კრედიტი. ასევე ეფექტური უკუკავშირის მიზნით
ვმონაწილეობდი კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში.ასევე ვაწარმოებდი საკუთარი
პროფესიული მუშაობის მონიტორინგს თვითდაკვირვების ცხრილის მეშვეობით.
ვფიქრობ გააქტიურო ჩემი მუშაობა ამ კუთხით და უფრო მეტად
აქტიურად განვახორციელო სქემით გათვალისწინებული აქტივობები.
Комментариев нет:
Отправить комментарий