სსიპ 108–ე საჯარო სკოლის
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების
პედაგოგის თეა დოლიძის
I სემესტრის საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წელს ისტორიას ვასწავლი Xა
Xბ კლასებში, სამოქალაქო განათლებას IXა IXბ IXგ
Xა Xბ Xგ კლასებში. ისტორიის ზოგადი კურსი მოიცავდა
ისტორიის მეცნიერების შესავალს–ისტორიის დამხმარე დისციპლინებს. I სემესტრში განვახორციელე
შემდეგი აქტივობები: შევქმენით შუმერების რუკა, მიმოვიხილეთ საქართველოს ისტორიის უცხოური
წყაროები, ჩავატარე დისკუსია განმანათლებლების გამონათქვამების მიხედვით, Xაკლასში
ჩავატარე პრეზენტაციები, რომელთა დროსაც მოსწავლეებს დავავალე, მოეძიებინათ დამატებითი
ინფორმაცია ისტორიული დისციპლინების შესახებ. მოვაწყვე დებატები გრიგორიანული და იულიუსის
კალენდრების განსხვავების შესახებ. ქართული ენის პედაგოგთან ერთად გადავანაწილე დავალებები
ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ. Xბ კლასში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე
მითოლოგიის შესწავლაზე, შევქმენით არგონავტების მოგზაურობის მარშრუტი, ასევე საკუთარი
აღმავალი და დაღმავალი გენიალოგიური სქემები. მოვაწყვეთ დისკუსია ჰერალდიკასა და ვექსილოგრაფიაზე,
რომელზეც ბავშვებმა იმსჯელეს გერბებისა და დროშების–სახელმწიფოებრივი რეგალიების მნიშვნელობასა
და თავიანთ დამოკიდებულებაზე მათ მიმართ.
სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვან ყურადღებას
ვამახვილებდი მათი პროფესიული ორიენტაციის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებისთვის. ჩავატარეთ
დისკუსია თემაზე: „პროფესია–ოჯახური ტრადიცია თუ დამოუკიდებელი არჩევანი“. ასევე ჩავატარე
დისკუსია თემაზე: „ქორწინება და კანონი“, რომელზეც განვიხილეთ საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი ქორწინების შესახებ. ნოემბერში გავიარე ტრენინგი „ბულინგის პრევენცია სკოლებში“.
მიღებული გამოცდილება კარგად გამოვიყენე აქტივობების დაგეგმვის დროს. X კლასებში გავაცანი
მოსწავლეებს ბულინგის სხვადასხვა სახე. ამის შემდეგ ერთობლივად შეიქმნა სლაიდშოუ აღნიშნულ
თემაზე.
IX კლასებში შევქმენით პლაკეტები ღირსებისა და ნაკლის
შესახებ. ჩავატარე დისკუსია ადამიანთა უფლებების დეკლარაციაზე. ასევე ტრეფიკინგზე.
ქართული ენის პედაგოგთან ერთად მოვაწყვეთ კინოჩვენება რ.თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმისა:
„საგანძურის კვალდაკვალ“. მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია და იმსჯელეს ე.თაყაიშვილის
შესახებ. მოსწავლეებს დავურიგე ფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ,
ტემპერამენტის რომელ ტიპს მიეკუთვნებოდნენ ისინი.
ვფიქრობ, გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ
საჭიროებს აქტივობების გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა ინოვაციური მეთოდის გამოყენებას
სწავლების დროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий